loader

ვრცელდება კადრები, როგორ მოიტაცეს 23 წლის გოგო კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან - "ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ მოიტაცეს 23 წლის გოგო კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან - "ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა"

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა.

ფორმულას მიერ მოპოვებული გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ქალი ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ჩასვა.

ოჯახის წევრები "ფორმულასთან" საუბრისას ამბობენ, რომ ფიზიკური დაზიანებები ასევე მიაყენეს ქალის ახალგაზრდა ბებიასაც, რომელიც ადგილზე შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება.

"ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.