ეთომ უზბეკ ძიუდოისტსაც აჯობა - ლიპარტელიანი ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობს.
ეთერი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა, მერვედფინალში კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვა დაამარცხა.
მეოთხედფინალში ეთერის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელა სილვა იქნება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც წარდგა. 32 წლის სპორტსმენი პირველ წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.