ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანი (52 კგ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას აგრძელებს. ეთერმა პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უზბეკ შუხურჯონ ამინოვას შეხვდება.