უტა აბეს პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ოლიმპიადაზე ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა
"ვერ დავმშვიდდი, რადგან ოლიმპიადაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ამ დღისთვის ბევრი ვიშრომე" - განაცხადა უტა აბემ.
ერთგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, 24 წლის უტა აბეს უზბეკმა დიორა კალდიაროვამ შესანიშნავი ილეთი გაუკეთა, იპონი დაიმსახურა და ტურნირის თვალცრემლიანი ფავორიტი მერვედფინალიდანვე ჩამოიშორა. უტა აბემ მარცხი ემოციურად განიცადა და იაპონიის ნაკრების წარმომადგენლები მის დამშვიდებას დიდხანს ამოდ ცდილობდნენ.