რუსეთში, ნავთობის საცავში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა - კადრები ადგილიდან
დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა.
რუსული წყაროების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 28 ივლისს დილით ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხნენ თავს.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდასხმის შემდეგ სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.