loader

თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიმართავს - "ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა...." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიმართავს - "ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა...."

თეა გოდოლაძე განცხადებას ავრცელებს:

"მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემით, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ასე არ არის მეგობრებო. არ გახშირებულა მიწისძვრები, ყოველ წელს ასე ხდება და ყოველ წელს იგივე ემოციით გვწერთ საშუალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 მიწისძვრაა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული.

გააჩნია სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს, ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს.ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორია გვერგო, სამაგიეროდ უსაშველოდ ლამაზი. მიწისძვრები ხდებიდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც.

ამიტომ, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით. მიწისძვრის დროს, ვეღარავინ გიშველით. მიბაძეთ განვითარებულ ქვეყნებს. უსაშველოდ ლამაზია ერთსართულიანი ამერიკა, კანადა.. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მომავალ თაობებეს და ქვეყანას, თორემ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩება უქართველო საქართველო, ასე თუ გააგრძელეთ და ამოაკორპუსეთ ქვეყანა," - წერს გოდოლაძე.