სად იპოვეს სვანეთში დაკარგული ბიჭები
სვანეთში დაკარგული ბიჭები იპოვეს.
"თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს. მალე გაგაგებინებთ დეტალებს" - წერს "სვანეთინიუსი".
ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.