"უფრო ვწვდები" - რა შედეგი აჩვენა აქონდროპლაზიის პრეპარატმა 3 თვის შემდეგ?
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების და მათი მშობლების რამდენიმეთვიანი მოთხოვნა, აქონდროპლაზიის მქონე მოზარდებს მათთვის საჭირო პრეპარატი მიეღოთ, ნოემბრის შუა რიცხვებში დაკმაყოფილდა. მოკლედ, "წამალი დაიდო“. წამალს ყოველდღიურად 18 ბავშვი იღებს.
9 წლის პეტრემ წამლის პირველი დოზა 3 თვის წინ გაიკეთა. პეტრეს დედა მაკუნა გვიყვება, რა შედეგი აქვს აქონდროპლაზიის პრეპარატს, რომელიც საქართველოში დიდი ბრძოლის შემდეგ შემოვიდა.