loader

"იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რო აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის..." - სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზდის ახლობელი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რო აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის..." - სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზდის ახლობელი მიმართვას ავრცელებს

მეს­ტი­ი­სა და ლენ­ტე­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­ფორმ­ცი­ას შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ამ ეტაპ­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა.

ოჯახის ახლობელი დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს:

"გამარჯობათ მეგობრებო 2700 მეგობარი მყავს აქ და ყველას დახმარება მჭირდება. სასწრაფოდ გთხოვთ თუნდაც უბრალოდ გაკითხვით ინფორმაციის გადაცემით. მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რო აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ სანამ იმედი კიდევ არი... 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა რო დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნე ლენტეხში ზემო სვანეთიდან. ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედები რო ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება ძაან გთხოვთ დაგვეხმარეთ ძებნაში."