"უკვე კრუნჩხვებში იყო, ტრაგედიაა" - შემზარავი ამბავი დიდი დიღმიდან
დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებში მასიურად მოწამლეს მიკედლებული ძაღლები. მათი სიკვდილის მიზეზი უცნობი ქიმიური ნივთიერებებია. მსგავსი ლაბორატორიული დასკვნა სხვადასხვა ქუჩაზე მოკლული მიკედლებული ძაღლების მზრუნველებმაც მიიღეს.
ძაღლები ჯერ მოწამლეს, შემდეგ ნაგვის ურნაში ჩაყარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ძაღლები მოულოდნელად ცუდად გახდნენ და ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ.
გუშინ დიდ დიღომში აქციაც გაიმართა, სადაც მომხდარი გააპროტესტეს.