ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ორი ადამიანი მოკლა - რას ამბობს მოკლულის ძმა
თელავში, სოფელ ლალისყურში, ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა. ის სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეორე დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეს - "მთავარის" ინფორმაციით, ის თაზო წიქარაძეა. პოლიცია იცავს წიქარაძის საცხოვრებელ სახლსაც, ვინაიდან ის ერთ-ერთი მოკლულის ახლო ნათესავია და მეზობლად ცხოვრობს.