"რა ოხერია ეს ოპოზიცია, არ გინდა ამის მოფიქრება?" - რას წერს რომან გოცირიძე?
"წინა არჩევნების ლოზუნგი იყო, გარეჯს გვართმევენო, ამ არჩევნების - ბიძინას გვიკლავენო.
“ოცნების” ვერსიით, თურმე მსოფლიოში არნახული ტერორისტული აქტი მზადდება. გახსოვთ, ხომ, ბიძინა ივანიშვილის ხოხბები და მის თავზე შემოსკუპებული საყვარელი ჩიტები? აი, იმ ჩიტების მოწამვლას აპირებს თურმე ოპოზიცია და მორიგ ჯერზე თავზე რომ დაახტებიან, ის ბრძენი კაციც მოიწამლება. სუს-მა დროზე შეატყობინა თურმე და ჩიტების სიახლოვეს თავზე ჩაფხუტის გარეშე არ გაივლის.
რა ოხერია ეს ოპოზიცია. არ გინდა ამის მოფიქრება?" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.