loader

"SOS! ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება" - დათი ქოქრაშვილს ოპერაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS! ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება" - დათი ქოქრაშვილს ოპერაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

დათი ქოქრაშვილს ამერიკაში 9 აგვისტოს ოპერაციას გაუკეთებენ, ამისთვის კი ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მაკუნა თევზაძე ავრცელებს.

"SOS! დათისთვის!

ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება.

ჩვენი სიამაყე დათი, ყველამ ვიცით და ყველას გახსოვთ. ჯერ რა ტრავმა მიიღო... ჯერ იყო გადარჩენაზე ლაპარაკი და მადლობა უფალს, რომ გადავრჩით. ახლა ლაპარაკია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

როგორც იქნა, მოხდა სასწაული და ამდენი ბრძოლის და შრომის შემდეგ დათის გაუკეთებენ ოპერაციას ამერიკაში, რაზედაც მთელი მსოფლიო უარს ეუბნებოდა და ვერავინ რისკავდა. ინახა კლინიკა და ქირურგი, რომელიც ხელს მოკიდებს და ჩვენს ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

არსებული ოპერაცია ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც წარმოუდგენელია ოჯახმა შეძლოს. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთელი საქართველო გაერთიანდეს და ამ საოცარ ოჯახს გვერდში დავუდგეთ.

ის, რაც დათის მშობლებმა შეძლეს, წარმოუდგენელია - გზა, რომელსაც ისინი დათისთან ერთად გადიან დღემდე და კიდევ რამხელა გზაა გასასვლელი საბოლოო შედეგის მისაღწევად...

გთხოვთ, არ გავატაროთ, გავაზიაროთ, დავეხმაროთ და მე მჯერა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად უფლის მადლით, ექიმების მონდომებით და ჩვენი გვერდში დგომით.

ოპერაციის თარიღი არის 9 აგვისტო, დრო ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენი გაერთიანება ძალიან სასწრაფოა და მნიშვნელოვანი.

M.D. Irakli Kokrashvili ყველაფერი იქნება კარგად.

#GE05TB7962745064300024

#GE90BG0000000101545483

მიმღები: დედა. ქრისტინე მამუკაშვილი.

1 ლარიც უმნიშვნელოვანესია მათთვის" - წერს მაკუნა თევზაძე.