აეროპორტი დაიხურა, კუნძულ სიცილიაზე მგზავრობა შეფერხებულია - იტალიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო პრობლემები შეიქმნა
იტალიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა. ფრენების უმრავლესობა გაუქმებულია, ნაწილი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ამ დროისთვის კუნძულ სიცილიაზე მგზავრობა შეფერხებულია. აეროპორტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფრენები აღდგება, როცა სიტუაცია დასტაბილურდება.
ვიდეო: "პალიტრანიუსი"