"ძლიერი საქართველოსთვის..." - ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა
„ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოადანის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სწორედ „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც .
შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.