loader

რამდენ ლარს შეადგენს კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ლარს შეადგენს კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება თბილისში

დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ თვეში 215-მა კონტროლიორმა ჯამში 42 761 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დაწერა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში, იანვრიდან მაისის ჩათვლით, გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 855 220 ლარი შეადგინა.

წყარო: ბპნ