ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები - შემთხვევას ცნობილი ბლოგერი ემსხვერპლა (თურქეთი)
თურქეთში ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა. ტატიანა ოზოლინა მოტობლოგერი იყო. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milas Karya Haber-ი ავრცელებს.
ოზოლინას სოციალური გვერდის მიხედვით, ის თურქეთში მოტოციკლით მოგზაურობდა. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მიემართებოდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა.