loader

"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მკვლელობას... ყველა საქმის კურსში იყო" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მკვლელობას... ყველა საქმის კურსში იყო" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

"ნაცმოძრაობის" ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ.

თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერიროსტიულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. სხვა არაფრის შანსი რომ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი. ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? დავუშვათ, მისვლის მომენტში არ იცოდნენ, მაგრამ გამოსულებმა ხომ იცოდნენ?" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.