ვინ არის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა - "გლოვობს ჩემი ბოლნისი... რატომ დაგვწყვიტე გული..."
ბოლნისში ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული საბა დავითაძეა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაღუპულის მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
"არ მჯერა, რომ აღარ ხარ, საბა... რატომ დაგვწყვიტე გული... ნათელი შენს ლამაზ სულს, ჩემო მხიარულო... ყოველთვის გვემახსოვრები და გულში იქნები, საბა...
ჩემი ოქრო, მზე, ბრილიანტი, ჩემი საბუკი, აღარ მყავს, არა... ჩემი ადამიანი, ჩემი სიცოცხლე... ღმერთო, ღმერთო, რატომ.... შეხვედრამდე, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო....
ყოველთვის ჩემთან იქნები და ყოველთვის ჩემი ძმა იქნები, ძალიან მომენატრები...
გლოვობს ჩემი ბოლნისი... გარდაიცვალა საბა დავითაძე, 29 წლის... მშვიდად განისვენე იმიერში, ანგელოზო... ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდოოო...."