რას ამბობს ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
"ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა! არ მიაქციო, გიორგი, ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ, სადაც გხედავ! ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორაზროვანი" - წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა საკუთარი პოზიცია გამოხატა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და სკანდალში გაეხვია. ფეხბურთელმა კრიტიკოსებს ვრცელი წერილით უპასუხა.