ცვლილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება - რა სიახლის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხვალიდან, 24 ივლისიდან, ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.
სარჯველაძის თქმით, გრძელდება მუშაობა პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის.