loader

"გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია" - გურამ იმნაძე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია" - გურამ იმნაძე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე

სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

იმნაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ, ფაქტობრივად, თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა.