loader

გრიპისმაგვარი სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც რამდენიმე დღეში 15 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა - რას არის ცნობილი ინდოეთში გავრცელებულ ვირუსზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიპისმაგვარი სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც რამდენიმე დღეში 15 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა - რას არის ცნობილი ინდოეთში გავრცელებულ ვირუსზე?

ინდოეთში "ჩანდრიპურას" ვირუსი გავრცელდა, რომელმაც რამდენიმე დღეში 15 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ვირუსი კოღოების ან ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, თუმცა ინდოეთის ფარგლებს გარეთ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

"ახალი სასიკვდილო ვირუსი ინდოეთში! სიკვდილიანობა ძირითადად ბავშვებში!

წამალი/ვაქცინა არ არსებობს ამ ვირუსის წინააღმდეგ!

"ჩანდიპურას" ვირუსისა და მწვავე ენცეფალიტის სინდრომის (AES) შემთხვევებმა გამოიწვია დაახლოებით 28 სიკვდილი ინდოეთის 3 შტატში: გუჯარატში, რაჯასტანსა და მადჰია პრადეში.

"ჩანდიპურას" ვირუსი იწვევს ცხელებას, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, სხეულის ტკივილებით, დიარეით, ღებინებათა და მწვავე ენცეფალიტით.

ის გადადის ვექტორებით, მათ შორის, კოღოებით, ტკიპებითა და ქვიშის ბუზებით" - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.