"მინდა იცნობდეთ.." - ვინ არის 12 წლის გმირი, რომელმაც დედა-შვილი დახრჩობას გადაარჩინა?
"მინდა იცნობდეთ, ეს არის 12 წლის გმირი ალექსანდრე წიკლაური, რომელმაც მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინა დახრჩობას, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი.
აქვე მინდა მივმართო იმ ვითომ კაცებს, რომლებიც გვერდზევე იყვნენ და მხოლოდ სცენას უყურებდნენ როგორ ვიხრჩობოდით და რეაქცია ნული". - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მელანო გოგობერიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.