loader

სად და რამდენი ხნით შეიზღუდება ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად და რამდენი ხნით შეიზღუდება ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება?

„ენერგო-პრო ჯორჯიის” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ივლისს, 11:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, ჩოხი, ბახანი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, წყაროთუბნისთავი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლდანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.