loader

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა მამის გვარზე ოფიციალურად უარი თქვა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილმა შაილომ მამის გვარზე ოფიციალურად თქვა უარი. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

შაილო სრულწლოვანი მაისში გახდა და გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადი სასამართლოში მაისშივე შეიტანა. მისი მოთხოვნა სასამართლომ ივლისში დააკმაყოფილა და შაილო ნუველ ჯოლი-პიტი ახლა უკვე შაილო ნუველ ჯოლია.

წყვილის კიდევ ორი ქალიშვილი ვივიენი და ზაჰარა მამის გვარს არ იყენებენ, თუმცა შაილო პირველია, რომელმაც მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადა უარი და სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, 49 წლის ჯოლიმ და 60 წლის პიტმა ერთმანეთი 2004 წელს, "მისტერ და მისის სმიტების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ისინი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ ექვსი შვილი ჰყავთ.