"ძალიან გთხოვთ" - გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
2024 წლის 25 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში, სადაც "იბერია 1999" ალბანურ "პარტიზანს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდა.