"ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო, ძალიან მეწყინა... ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიის" შესახებ?
"ევროვიზიაზე" ფინალში რომ გავედი, ძალიან გამიხარდა, ჭკუაზე არ ვიყავი, მაგრამ როდესაც უკვე 21-ე ადგილას გავედი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო, ძალიან მეწყინა, ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი" - ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ფოლკლორის ცენტრში ისაუბრა, სადაც გულშემატკივრებს შეხვდა.