რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან დასავლეთით 2 კმ-ში, სოფელ ჭოეთთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.