loader

“აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება…” რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება…” რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე?

მომღერალი ანდრია გელესიანი, ფეხბურთელ გიორგი გველესიანის განცხადებას ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა და აღარ გამოჩნდებოდა ეხმაურება:

"დაისვენებენ ზოგიერთები. წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით, როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო. დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში უბრალოდ არსებობენ ადამიანები (სექტანტები) რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე, მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება.. არაუშავს იმედი მაქვს განვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში ოდესმე," - წერს ანდრია გველესიანი.