loader

"ამ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ რა ჯოჯოხეთს გადის ცოფით დაავადებული ადამიანი" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ რა ჯოჯოხეთს გადის ცოფით დაავადებული ადამიანი" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

რამდნეიმე დღის წინ ამბროლაურში ცოფით ინფიცირების შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველადი დახმარების ცენტრი" ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ნაჩვენებია, რას გადის ცოფით დაავადებული ადამიანი.

"მას უკბინა ცხოველმა და სამწუხაროდ, არ მიმართა ექიმებს დროულად. შემდეგ კი, განუვითარდა სიმპტომები, მათ შორის ''წყლის შიში'' და შემთხვევა დასრულდა ისე, როგორც სრულდება ცოფის ყველა შემთხვევა - სიკვდილით.

ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და ერთადერთი გამოსავალი დროული ვაქცინაციაა.

როგორ მოვიქცეთ, თუ ცხოველმა გვიკბინა? - პირველ რიგში, გაითვალისწინეთ მწვავე სისხლდენის შეჩერება, თუ ჭრილობა დიდია, ხოლო სისხლდენა ძლიერი. ჩამობანეთ ჭრილობა კარგად, საპნით და წყლით 10 წუთის განმავლობაში. თუ არის საშუალება, დაამუშავეთ ჭრლობა პოვიდონის იოდინის შემცველი, ჭრილობისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკური ხსნარით. შეახვიეთ ჭრილობა და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ექიმთან კონსულტაციას ნუ გადადებთ. შეგახსენებთ, რომ ცოფის მკურნალობის ერთადერი გზა დროული ვაქცინაციაა, ვაქცინაციის საჭიროება, მისი ხანგრძლივობა და რეჟიმი კი ექიმმა უნდა გირჩიოთ.

როგორ გადაეცემა ცოფი? - ცოფი, ძირითადად, გადაეცემა ინფიცირებული ნერწყვის ჭრილობაში მოხვედრით, უმეტესწილად - კბენის შედეგად. ადამიანებში განვითარებული ცოფის აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებულია ძაღლის ნაკბენით.

შეიძლება თუ არა, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების ნაცვლად, უბრალოდ დაველოდოთ და 10 დღე დავაკვირდეთ ცხოველს, რომელმაც გვიკბინა? - არა. საინკუბაციო პერიოდი რამენიმე დღიდან რამენიმე თვემდე გრძელდება, თუ შესაძლებელია ცხოველზე დაკვირვება, ეს უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაწყების პარალელურად.

შეიძლება თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, თუ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურით მიმდინარე სეზონური ვირუსული ინფექცია? - თუ ვაქცინაცია საპრევენციოა (ანუ კბენამდე), ჯობს გადაიდოს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე;

თუ ვაქცინაცია არის კბენის შემდგომი, ანუ ცოფის რისკის არსებობისას - კბენის შემდგომ ვაქცინაციას უკუჩვენება არ გააჩნია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა და მისი სამკურანლო მედიკამენტი არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დაავადება განვითარდა და პაციენტს აღენიშნა სიმპტომი, ის სამწუხაროდ ვეღარ გადარჩება.

შესაბამისად, რისკისა და სარგებლის შეფასებისას, ისარი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გადახრილია ვაქცინაციის საჭიროებისკენ" - ნათქვამია "პირველადი დახმარების ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center