"ვინც დასავლეთში აპირებთ წასვლას, საცობი წეროვნიდან იწყება" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი გზიდან საცობის კადრები ვრცელდება. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, საცობი წეროვნიდან იწყება.
"ვინც დასავლეთში აპირებთ წასვლას, საცობი წეროვნიდან იწყება..."
მეორე მოქალაქე კი წერს, რომ ხიდის მშენებლობის გამო, გზებზე კვლავ საშინელი საცობებია.
"სამწუხაროდ, ავტობანზე სიტუაცია არ შეცვლილა და ხიდის მშენებლობის გამო, გზებზე კვლავ საშინელი საცობებია.
საათობით საცობში დგომასთან ერთად, ძალიან დიდი პრობლემაა მოუწესრიგებელი საქალაქთაშორისო ტრასპორტი, სადაც არა მხოლოდ კონდიცირება არ არის, არამედ - ზოგჯერ მთელ მარშრუტში მხოლოდ თავსა და ბოლოშია ფანჯარა.
სამწუხაროდ, არაადამიანურ პირობებში გვიხდება ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება. იმედია, აღნიშნულ პრობლემებსაც ეშველება ოდესმე".