loader

"ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი... საწყალს შვილი შარშან გარდაეცვალა და ამ ტკივილით ცხოვრობდა ეს ერთი წელი, ახლა თვითონაც დაიღუპა" - ვინ არიან ონში ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი... საწყალს შვილი შარშან გარდაეცვალა და ამ ტკივილით ცხოვრობდა ეს ერთი წელი, ახლა თვითონაც დაიღუპა" - ვინ არიან ონში ავარიისას დაღუპული ახალგაზრდები

ონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვეას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბედისწერო შემთხვევა გუშინ სოფელ ხიდეშლებთან, კერძოდ ბოდოურას ხეობასთან მოხდა. ავტომანქანა, სადაც 5 ადამიანი იჯდა, ხიდიდან მდინარეში გადავარდა და ადგილზე დაიღუპა სამი ახალგაზრდა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდები რაჭაში თბილისიდან იყვნენ ჩასულები. ბიჭები ერთმანეთის მეგობრები და უბნელები არიან.

„გაგვანადგურა ამ ამბავმა, ჩემს თვალწინ, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭები არიან, ორი 23 წლის არის, ვინც საჭესთან იჯდა ის გვარად გრიგოლიაა. მათზე უფროსი იყო. სამივეს ვიცნობდი და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ნახალოვკაში, სააკაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. არ ვიცი როგორ უნდა შევეგუოთ ამ საშინელ ამბავს. გავრცელდა ინფორმაცია არასრულწლოვნის დაღუპვაზე, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად არის მართალი, ჩემი ინფორმაციით, ის დამტვრეულია და ცოცხალია, კლინიკაშია.

სამივე გარდაცვლილს პირადად ვიცნობდი და ძალიან ცუდად ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ. სიტყვები უძლურია ამ დროს. დაღუპულებიდან ერთი ლუკა ჯიქურაძეა, მეორე ჯიმშერ გრიგოლია, მესამე კი ლევან ბაკურაძეა. როგორც ამბობენ, გრიგოლია იჯდა საჭესთან, საწყალს შვილი შარშან გარდაეცვალა და ამ ტკივილით ცხოვრობდა ეს ერთი წელი. ახლა თვითონაც დაიღუპა. უკარგესი ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ სამივე. ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი,"-, ამბობს ჩვენთან საუბარში ბიჭების მეზობელი.

ვრცლად წაიკითეთ kvirispalitra.ge-ზე