ზაზა თელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გარდაიცვალა მამა - დავით თელია.
პანაშვიდი - კვირა, ორშაბათი...
გასვენება - სამშაბათი...
მისამართი: ა. ანტონოვსკაიას N9ბ"- წერს ზაზა თელია.
ცნობისთვის, ექიმი დავით თელია 1954 წლის 30 ივნისსს, თბილისში დაიბადა.
დავით თელია კლინიკურ (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწეოდა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. იყო კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობდა მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.
მას გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი.