loader

"საბოლოოდ მოხდა..." - ტრაგედიამდე ცოტახნით ადრე, გარდაცვლილმა 19 წლის რევი დემეტრაშვილმა, ვიდეო გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბოლოოდ მოხდა..." - ტრაგედიამდე ცოტახნით ადრე, გარდაცვლილმა 19 წლის რევი დემეტრაშვილმა, ვიდეო გამოაქვეყნა

გარდაცვლილმა 19 წლის რევი დემეტრაშვილი, ტრაგედიამდე ცოტახნით ადრე ვიდეო გამოაქვეყნა - კადრებში, ჩანს რომ დაღუპული მოტოციკლით სახიფათოდ გადაადგილდება და სხეულზე დაზიანებები აქვს. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ჩანს რომ რევი დემეტრაშვილს სხეულზე დაზიანებები აქვს, წარწერაა - "საბოლოოდ მოხდა."

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.