"ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა..." - IT სისტემების გლობალურ შეფერხებაზე პირველი განმარტება გაკეთდა
IT უსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ი ამბობს, რომ გლობალური IT პრობლემები გამოწვეულია "კონტენტის განახლების დეფექტით". მის შესახებ განმარტება Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ კურცმა გააკეთა. Crowdstrike-ი არის კიბერუსაფრთხოების სერვისი, რომელიც შექმნილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის ინტერნეტის შეფერხების ან ჰაკერების შესაჩერებლად.
"ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. საკითხი იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და შესწორებულია. ჩვენ მივმართავთ მომხმარებლებს მხარდაჭერის პორტალზე უახლესი განახლებისთვის და გავაგრძელებთ სრულ და უწყვეტ განახლებებს ჩვენს ვებსაიტზე. დამატებით რეკომენდაციას ვუწევთ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ Crowdstrike-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ოფიციალური არხებით. ჩვენი გუნდი სრულად მობილიზებულია Crowdstrike-ის მომხმარებლების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ჯორჯ კურცმა.