"მწარე რაღაცების თქმა მომიწევს, ეს შეიძლება სკანდალური, ბრალდების შემცველი ინფორმაციები იყოს" - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები „ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება“.
როგორც მან კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მუხლები მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს და არავითარ შემთხვევაში ეს შანტაჟით, შიმშილითა და პროტესტის სხვა ფორმით არ მოხდება.