უმძიმესი ამბავი - მდინარე ენგურში მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
განმუხურში, მდინარე ენგურში, 15 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას, დაკარგვის ადგილის მიმდებარედ იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მისი ტანსაცმელი მდინარის ნაპირას ნახეს, მანამდე კი მეგობრებს უთხრა, რომ საბანაოდ წყალში შესვლას აპირებდა.
შესაბამის უწყებებში ახლობლებმა მას შემდეგ დარეკეს, რაც მოზარდი რამდენიმე საათის განმავლობაში კონტაქტზე არ გავიდა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წყარო: "რუსთავი 2"