loader

"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა: ვრცელდება ვიდეო, როგორი დახვედრა მოუწყვეს ქართველ ფეხბურთელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა: ვრცელდება ვიდეო, როგორი დახვედრა მოუწყვეს ქართველ ფეხბურთელს

გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" სოციალურ ქსელში დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.

"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.