"ვიცნობ დიდი ხანია.. გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად.." - რას აცხადებს ახლად არჩეული გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით?
"ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ დიდი ხანია..." - რას აცხადებს ახლად არჩეული გენერალური პროკურორი ფარცხალაძესთან დაკავშირებით.
საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.