"ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ; არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ" - ვისზე წერს რომან გოცირიძე?
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. თუ გინდა, რომ ერთ დროს საყვარელი სპორტსმენი ქვეყნის უმეტესობას შესძულდე, დეპუტატი უნდა გახდე. თავად დეპუტატობა კი არ არის სიძულვილის წყარო, არამედ ის, რის გაკეთებასაც გაიძულებენ. შეუძლიათ ფიზიკური ძალის მქონე ძალადობისთვის გამოგიყენონ, შეუძლიათ “ხალხის ძალის” მსგავს წარმონაქმნში გაწევრიანება მოგთხოვონ და სამუდამოდ მოღალატის იარლიყი დაირტყა ზურგზე, შეუძლიათ რუსულ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებზე გაიძულონ მხარდაჭერა.
მერე მოხდება ისე, როცა აპლოდისმენტებს ნაჩვევ ადამიანს ქუჩაში გამოსვლისას დაგისტვენენ. ეს საუკეთესო შემთხვევაში. ახლა ვამჩნევ, რომ ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ. არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ.ზემოთ ნათქვამი, ალბათ ხალხური გამონათქვამი, ფროიდმა კიდევ უფრო განავრცო: “სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო სიძულვილიდან სიყვარულამდე კილომეტრობით ნაბიჯი!" - წერს გოცირიძე.