loader

"4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი,.ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ და ვაწვდიდი „მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე... ოცნებები ხდება.." - ვინ არის გოგო, რომელიც გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი,.ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ და ვაწვდიდი „მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე... ოცნებები ხდება.." - ვინ არის გოგო, რომელიც გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა

გოგო, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა, სპორტული ჟურნალისტი ხატია ცარციძეა.

„შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს).

როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა ინტერესების მრავალფეროვნების გამო ხშირად ვიცვლი მიმართულებას. პროგრამა, რომელზეც წელს ვაბარებ, სპორტის მენეჯმენტია.

4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ ჩემი ხელით გაკეთებული ქაღალდის მიკროფონით და ვაწვდიდი „მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები, არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე.

ოცნებები ხდება და ჩემი ისტორია ამის მაგალითია - სპორტული ჟურნალისტი ვარ, ახლახან გასაშუქებლად ვიმყოფებოდი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების თამაშებზე და შემდეგ ფინალზე!

სიმბოლურად, თამაშზე ჩემი ბავშვობის ქაღალდის “მიკროფონიც “ წავიღე.

ემოციებს ალბათ მიხვდებით - ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ ახალი საქართველო ნახა და გაიცნო.

ჩემპიონატი დასრულდა. მე საქართველოში გუშინ ჩამოვფრინდი და საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც გუშინვე გავედი. პირობა დავდე - თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი - პირობა, რა თქმა უნდა, შევასრულე.

რატომ მაინცდამაინც თამარ მეფე? - ჩემთვის საქართველოს წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ სამოსზე ზემოდან გადაცმული მქონდა საქართველოს ნაკრების მაისური, რომელიც ასევე უკვე იქცა ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ქვეყნის წარმატების სიმბოლოდ”.

წყარო: naec.ge