loader

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"ივანიშვილის გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს.

ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის.

მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში.

ჩვენ ვეუბნებით მათ - თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის" - წერს სააკაშვილი.