loader

"ავტომობილის მართვისას ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა" - მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტომობილის მართვისას ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა" - მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, 53 წლის კაცს, რომელიც მსუბუქი მანქანის მძღოლი იყო, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის ავტომობილის მართვისას ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მანქანა და გარდაცვლილი კაცი მდინარიდან ამოიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.