ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა - როგორია აშშ-ის პრეზიდენტის მდგომარეობა?
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული. ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა, გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებული, მათ შორის, ე.წ. ბუსტერ დოზითაც. ის მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული.
ვიდეო: "პალიტრანიუსი"