სვანეთში მიწა ჩამოიშალა - რა ხდება ადგილზე, სადაც ჩაკეტილია გზა და გადაადგილება შეზღუდულია?
სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაკეტილია და გადაადგილება შეზღუდულია.
არსებული ინფორმაციით, მესტიის მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ზუგდიდიდან კი სპეცტექნიკა გზის მეორე ნაწილის გასაწმენდად მიდის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა მალე აღდგება.