რას ამბობს გოგო, რომელმაც საყვარელ მამაკაცს დაუჩოქა და ხელი სთხოვა, ვიდეო კრიტიკის ქარცეხლში მოექცა - "დავიღალე ამდენი ლანძღვით და ნეგატივით, 2 წელია ცოლ-ქმარი ვართ"
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი კაცს სთხოვს ხელს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერენ, რომ ქალმა კაცს ხელი არ უნდა სთხოვოს.
როგორც ვიდეოს ავტორი ანო მერებაშვილი ამბობს, ისინი ორი წელია ცოლ-ქმარი არიან და ასეთი პატარა სიურპრიზებით ცხოვრებას იხალისებენ.
"მერამდენედ იდება არასწორი წარწერით ეს ვიდეო ”თანახმა ხარ, კიდევ იყო ჩემი ქმარი?” ასე ვამბობ. 2 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინების ორი წლისთავზე ვთხოვე, იქნებოდა თუ არა ისევ ჩემი ქმარი. ურთიერთობაში სიგიჟე, სპონტანურობა და მსგავსი რაღაცები რომ არ გვქონდეს, მოსაწყენი იქნებოდა პირადად ჩემი ცხოვრება. მე ასე მომწონს და კმაყოფილი ვარ.
არ ვამბობ, თქვენც ჩემს მსგავსად იყავით-მეთქი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, თქვენი ექსპერტული აზრები თქვენთვის შეინახეთ. თუ არ მოგწონთ, უბრალოდ გაატარეთ, რა საჭიროა ასეთი ცუდი და აგრესიული კომენტარები. ჩვენც უბრალოდ ადამიანები ვართ, ვხუმრობთ, ვიცინით და ჩვენს პირად სოციალურ ქსელში ვუზიარებთ ჩვენს მეგობრებს ჩვენი გიჟური ურთიერთობის კადრებს, არ მქონია ამხელა აუდიტორიაზე გათვლილი ეს ვიდეო, უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაციით რომ გადაზიარდა, ამას მოჰყვა ეს უაზრო კომენტარები.
დავიღალე ამდენი ლანძღვით და ნეგატივით. გულწრფელად გისურვებთ, ჩემნაირი ცხოვრება გქონდეთ და სხვისი ბედნიერება და ურთიერთობა არ განიხილოთ, გმადლობთ." - წერს ანო მერებაშვილი.