"მეთაური ყასაბი" - ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელიც მასობრივი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით აშშ-ში დააკავეს?
ნიუ-იორკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბრალი წარუდგინეს აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერს - მას ბრალად ედება მასობრივი მკვლელობის დაგეგმვა. კონკრეტულად კი, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული გეგმავდა, თანამოაზრე სანტა-კლაუსის ფორმაში გამოეწყო და ებრაელი ბავშებისთვის მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა.
სამართალდამცველთა მტკიცებით, მიზანი შიშისა და ტერორის დათესვა იყო.
გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილზე საქართველოდან. მას მასობრივი დანაშაულის ორგანიზებას ედავებიან.
როგორც AP წერს, ჩხიკვიშვილს სხვადასხვა მეტსახელი აქვს, მათ შორის არის "მეთაური ყასაბი". პროკურორების ცნობით, ჩხიკვიშვილი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს მანიაკალური მკვლელობებით დაინტერესებულ საერთაშორისო ექსტრემისტულ ჯგუფს, რომელიც მისდევს "ნეონაცისტურ აქსელერაციონისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვათა მიმართ - იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არასასურველად მიაჩნიათ".
როგორც გამოძიების დოკუმენტებით ირკვევა, ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ცდილობდა ერთ-ერთი სამართალდამცველის გადაბირებას და ისეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე დათანხმებას, როგორებიცაა აფეთქებების მოწყობა და ხანძრების გაჩენა. პროკურორების თქმით, ჩხიკვიშვილმა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო გეგმის შედგენა ნიუ-იორკში "მასობრივი მსხვერპლის“ მისაღებად.
ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე