"ახალი წელია?" - ოლიმპიელების ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ვინ ჩააცვა სპორტსმენებს?
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.
წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის, 7 ქალი მიიღებს.
ოლიმპიელების ჩაცმულობა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.
ფორმები ოლიმპიელებისთვის დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა შექმნა.
რა ვიცით სიმონ მაჩაბელზე? სიმონ მაჩაბელი 90-იანებში სწავლობდა სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თეატრის კოსტიუმებს – ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, სამაგისტრო კურსი ( MA in womenswear ) კი 2008 წელს დაასრულა ლეგენდარული ლონდონის სენტ მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.