loader

"გაუდი ხეების ფორმისგან იღებდა შთაგონებას, დემნა გვასალია - ელიავას ბაზრობიდან, ამ ტანსაცმლის დიზაინერმა კი..." - რას წერს რომან გოცირიძე ოლიმპიური ფორმის დიზაინერზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუდი ხეების ფორმისგან იღებდა შთაგონებას, დემნა გვასალია - ელიავას ბაზრობიდან, ამ ტანსაცმლის დიზაინერმა კი..." - რას წერს რომან გოცირიძე ოლიმპიური ფორმის დიზაინერზე?

“რამდენჯერაც შევიდოდი ზღვის პროდუქტების მაღაზიაში, იმდენჯერ მიჩნდებოდა სურვილი, შემექმნა რაიმე მსგავსი. განსაკუთრებით მომწონდა კრაბის ჩხირები (საჭმელადაც, სხვათა შორის). სწორედ იგი გახდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის შთაგონების წყარო”, - განაცხადა ოლიმპიური ფორმის დიზაინერმა.

"ობიექტურობისთვის, არა ვარ მთლად ასე კრიტიკულად განწყობილი. არის ამაში რაღაც ორიგინალური. უბრალოდ, მსგავსება ძალიან დიდია და მინდოდა აღმენიშნა. გაუდი ხეების ფორმისგან იღებდა შთაგონებას, დემნა გვასალია - ელიავას ბაზრობიდან, ამ ტანსაცმლის დიზაინერმა კი სუშის, კრაბის ჩხირებისა და ქართული დროშის ნაზავი გააკეთა. რატომაც არა, ზღვის ქვეყანაცა ვართ..." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.